
თომას ფაზი: მტრის ხატის შენარჩუნება ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლოა, არა მგონია ეს მალე შეიცვალოს, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი რითაც ისინი ამართლებენ იმ კოშმარს, რომელშიც მთელი კონტინენტი მოაქციეს
მტრის ხატის შენარჩუნება ევროპული პოლიტიკური ელიტისთვის სასიცოცხლოა, არა მგონია ეს მალე შეიცვალოს, ვინაიდან ეს გახლავთ ერთადერთი რითაც ისინი ამართლებენ იმ კოშმარს, რომელშიც მთელი კონტინენტი მოაქციეს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ჟურნალისტმა და მწერალმა თომას ფაზმა.
გადაცემის წამყვანის კითხვაზე, ევროპა ეწინააღმდეგება ირანთან ომს და რატომ არ აქვს იგივე მიდგომა ევროპას უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ფაზმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა.
„ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში გასათვალისწინებელია რომ ევროპას უკრაინის ომში უდიდესი პოლიტიკური ინვესტიცია აქვს ჩადებული. საუბარი იმ ზომის პოლიტიკურ კაპიტალს ეხება რომ დამარცხების აღიარება, მათ მიერ მთელი ამ დროის განმავლობაში არასწორი პოლიტიკის გატარების აღიარებაც არის. ეს ნიშნავს რომ დასავლურ პოლიტიკურ ელიტას ეკისრება უდიდესი პასუხისმგებლობა უკრაინაში ნგრევასა და მსხვერპლზე. ევროპის პოლიტიკური ელიტა ისედაც მძიმე პერიოდს გადის - მათ არ აქვთ მხარდაჭერა მოსახლეობაში ევროპის ქვეყანათა უმრავლესობაში.
ახლა დამარცხებისა და მათ მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება მომაკვდინებელია. ამას ემატება მასიური ეკონომიკური გამოწვევები, რომელიც ამ ომებმა გამოიწვია. შედეგად გვაქვს მზარდი ფასები, საწარმოების დახურვა, მილიონობით ადამიანების გაღარიბება. ასევე ეს ომი ზოგადად, და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება ამართლებს იმ ანტიდემოკრატიულ ღონისძიებებს, რომელსაც ევროპაში ვხედავთ. ე.წ. რუსული საფრთხობელა პოლიტიკურად მეტად მომგებიანია ახლა ევროპისთვის.
ამას ევროპული პოლიტიკური ელიტა თითქმის ყველა თავისი ქმედების გამართლებისთვის იყენებს - ცენზურის, საარჩევნო ჩარევების , იმ ხალხისა და პარტიების მტრად გამოცხადებისთვის, ვინც ევროპის პოლიტიკურ ელიტას არ მოსწონს, ჩატარებული არჩევნების უბრალოდ გაუქმებისთვის - რაც რუმინეთში ვიხილეთ“, - აღნიშნა თომას ფგაზმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge