
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს
იმედი|imedinews.ge
ირანული პორტების ბლოკადა საომარი მოქმედებაა და, შესაბამისად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
„კომერციულ გემზე დარტყმა და მისი ეკიპაჟის მძევლად აყვანა კი კიდევ უფრო დიდი დარღვევაა. ირანმა იცის, როგორ გაანეიტრალოს შეზღუდვები, როგორ დაიცვას საკუთარი ინტერესები და როგორ გაუწიოს წინააღმდეგობა ბულინგს“, - აღნიშნა მან.
TWITTER POST
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge