
The Wall Street Journal: ტრამპი პირად საუბრებში ვენსის პაკისტანში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა თეთრ სახლში გამართული არაერთი შეხვედრის შემდეგ, ამ დროისთვის შეაჩერა სამშაბათს პაკისტანში გამგზავრების გეგმა, სადაც ირანთან ომის დასრულების თაობაზე მოლაპარაკებები უნდა გაემართა - ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ ვენსმა შესაძლოა ვაშინგტონი კვირის ბოლოს, ან თუნდაც სამშაბათს საღამოს დატოვოს, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, პრეზიდენტი ტრამპი პირად საუბრებში ვიზიტის სრულად გაუქმებას განიხილავს. ამის მიზეზად თეირანის უარი სახელდება, დათანხმდეს პრეზიდენტის მოთხოვნებს ბირთვული გამდიდრების საკითხთან დაკავშირებით. სხვა წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიიღეს იმიტომ, რომ ირანმა შეხვედრაზე დასწრების პირობა არ დადო.
მოსალოდნელი იყო, რომ ვენსი ისლამაბადში მოლაპარაკებებისთვის სამშაბათს გაემგზავრებოდა, რადგან ოთხშაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვადა იწურება.
იმედი
წყარო: imedinews.ge