ტრამპის განცხადებით, ის ვიეტნამის ომში სწრაფად გაიმარჯვებდა

ტრამპის განცხადებით, ის ვიეტნამის ომში სწრაფად გაიმარჯვებდა

იმედი|imedinews.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვიეტნამის ომში გამარჯვებას “ძალიან სწრაფად“ მიაღწევდა.

თეთრი სახლის ლიდერმა ტელეარხ CNBC-თან საუბარში ამერიკის მონაწილეობით ომების ხანგრძლივობა გაიხსენა.

„გადავხედე პატარა მონაცემებს: პირველი მსოფლიო ომი ოთხი წელი და სამი თვე გრძელდებოდა. მეორე მსოფლიო ომი - ექვსი წელი, კორეის ომი - სამი წელი, ვიეტნამის ომი - 19 წელი, ერაყის ომი - რვა წელი. ხოლო მე [ირანში] - ხუთი თვე ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.

საუბრის ბოლოს მან დასძინა, რომ ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, ვიეტნამის ომში გამარჯვებას ძალიან სწრაფად მიაღწევდა.

„ვიეტნამში ძალიან სწრაფად გავიმარჯვებდი. გავიმარჯვებდი, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, - თქვა ტრამპმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია