მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში
POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

POLITICO: კანონმდებლები მოუწოდებენ ევროპარლამენტს, ენერგიის ხარჯების გამო შეაჩეროს ყოველთვიური ვიზიტები სტრასბურგში

იმედი|imedinews.ge

სხვადასხვა პარტიისგან შემდგარ კანონმდებელთა ჯგუფს სურს, რომ ევროპარლამენტმა სტრასბურგში ყოველთვიური მგზავრობა გააუქმოს, ვიდრე ენერგოკრიზისი გრძელდება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილებში, „მემარცხენეთა ჯგუფისა“ და მემარჯვენე „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ წევრები ამტკიცებენ, რომ ინსტიტუტმა უნდა იმოქმედოს იმ პრინციპების შესაბამისად, რასაც თავად ევროკავშირი ქადაგებს და თავი აარიდოს საწვავის ხარჯვას არაარსებითი მგზავრობებისთვის ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.

„როდესაც ევროკავშირის ინსტიტუტები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს, გადადგან დაუყოვნებელი ნაბიჯები ენერგიის დასაზოგად, მიზანშეწონილია, რომ თავად ევროკავშირის ინსტიტუტებმაც მისცენ მაგალითი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ენერგიის დაზოგვაში“, - წერენ ნიდერლანდელი კანონმდებელი ანა ჰაზეკამპი და „მემარცხენეთა ჯგუფის“ სხვა წევრები რობერტა მეცოლასადმი გაგზავნილ, 17 აპრილით დათარიღებულ წერილში.

ყოველთვიურად დაახლოებით 4 000 კანონმდებლისა და პერსონალის გადაადგილება ძირს უთხრის ამ გზავნილს, - აღნიშნა მან და მიუთითა ევროკომისიის ბოლოდროინდელ რეკომენდაციებზე, რომლებიც ტრანსპორტზე მოთხოვნის შეზღუდვასა და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დისტანციურ მუშაობას გულისხმობს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა და დიალოგის საჭიროება - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ესპანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვა და დიალოგის საჭიროება - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელთა ვიზიტი ესპანეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც

ნიკოლოზ სამხარაძე: ვისაუბრეთ ოკუპაციის შედეგებზე, ომებზე, რომელიც ჩვენს რეგიონშია, საქართველოს როლზე და შუა დერეფნის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსაც

იმედი

ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

ესტონეთის ოფიციალური პირები არ იზიარებენ კიევის გაფრთხილებებს ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის შესაძლო აგრესიის თაობაზე

იმედი

ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა

ზაზა დობორჯგინიძე: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს საქართველოზე იმსჯელეს- სანქციების ხსენებაც არ ყოფილა

იმედი