
შესაძლო მოლაპარაკებების წინ, ტრამპი აცხადებს, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში „დაბომბვების დაწყებას“ ელის
იმედი|imedinews.ge
ისლამაბადში მოლაპარაკებების შესაძლო მეორე რაუნდის წინ, პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ის ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის განახლებას ელის.
„ველოდები, რომ დავიწყებთ დაბომბვას, რადგან ვფიქრობ, ეს უფრო სწორი განწყობაა პროცესში შესასვლელად“, - თქვა ტრამპმა CNBC-სთან ინტერვიუში, - „თუმცა, ჩვენ მზად ვართ. ვგულისხმობ იმას, რომ სამხედროები საბრძოლველად მოწადინებულნი არიან“.
მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ისლამაბადში ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გაემგზავრება. მას კვლავ შეუერთდებიან ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი. ირანს მოლაპარაკებებზე დასწრება ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge