
თომას ფაზი: ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის
ამ ომში უკრაინის გამარჯვება შეუძლებელია, ორი აზრი არ არსებობს. უკრაინაში მეტი ფულისა და შეიარაღების გაგზავნა ამ ფუნდამენტურ მოცემულობას ვერ შეცვლის. ასევე საინტერესოა თუ რას ნიშნავს უკრაინის გამარჯვება ამ ომში? დონბასის დაბრუნებას? თუ სხვა ანექსირებული რეგიონების დაბრუნებას? ყირიმის დაბრუნებას? ყველასთვის ნათელია რომ ნებისმიერი ამ მიზნის შესრულება შეუძლებელია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ მწერალმა და ჟურნალისტმა თომას ფაზმა იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, არის თუ არა რაიმე რეალური შანსი რომ უკრაინამ ეს ომი მოიგოს.
მისივე თქმით, ნათელია რომ რაც უფრო დიდხანს გასტანს ომი, მით უფრო მეტ მიწას დაკარგავს უკრაინა.
„დასავლური გადმოსახედიდან, ან გნებავთ ზელენსკის თვალსაზრისით, ეს არც არის პრობლემა - მათი მიზანი ომში გამარჯვება არც არასოდეს ყოფილა. მათი მიზანია ომის გაგრძელება მანამ სანამ ეს საჭიროა. ევროკავშირს სულ არ ადარდებს უკრაინისა და უკრაინელების ბედი. ახლა გვესმის საუბარი რომ ევროპაში თავშეფარებული უკრაინელების ფრონტზე გაწვევა იგეგმება, ეს რამდენიმე თვეა გვესმის და ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ ეს მედიასთან დაადასტურა.
ამის შესახებ ევროპელი ლიდერებიც საუბრობენ და ვიცით რატომაც, რადგან უკრაინაში აღარავინ დარჩა რომ ეს ომი გააგრძელონ. უკრაინას ახლა მხოლოდ რადიკალური ზომების მიღება შეუძლია და ვხედავთ რომ ამისგან არც ევროპაში დევნილად მყოფი უკრაინელები არიან დაცულნი. ტრაგიკული სიტუაციაა“, - აღნიშნა თომას ფაზმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge