
თომას ფაზი: ის მოცემულობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, ნიშნავს, რომ ევროკავშირს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ხელში საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშია
ის მოცემულობა რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, ნიშნავს, რომ ევროკავშირს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ხელში საქართველოს წინააღმდეგ, ვიდრე ეს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ჟურნალისტმა და მწერალმა თომას ფაზმა.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, როგორ ფიქრობს, ახლა როდესაც ორბანი წავიდა, ევროპული ელიტა უფრო გააქტიურებს სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას?
„ეჭვი არ მეპარება რომ ევროკავშირი ამას გააკეთებს! ჩვენ ვიხილეთ თუ როგორ შექმნა ევროკავშირმა ქმედების წესი, ვნახეთ ჩარევა რუმინეთში, მოლდოვაში, უნგრეთში, ამ ეტაპზე კი ქმედების ეს წესი კონსოლიდირებულია, კარგად არის გაწერილი.
მიმაჩნია, რომ აქამდე საქმე ერთგვარ სატესტო შემთხვევებთან გვქონდა, უნგრეთის არჩევნები მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მგონია რომ მაინც ეს იყო ტესტი, სხვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებისთვის. მიმაჩნია რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მომავალ წელს დაგეგმილი არჩევნები ესპანეთში, იტალიასა და საფრანგეთში. საფრანგეთის არჩევნებზე ბრიუსელში ბევრს დარდობენ. მათ უკვე შექმნეს ისეთი იურიდიული მოცემულობა, რომ მარინ ლე პენმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლოს. ვხედავთ რომ უკან არ იხევენ არცერთი ინსტრუმენტების გამოყენებაზე, როდესაც საქმე საფრანგეთის არჩევნებს ეხება. მათ მოსამზადებლად კიდევ დაახლოებით ერთი წელიწადი აქვთ.
მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ თუ რას ნიშნავს ეს ყველაფერი - ეს ნიშნავს, რომ შეუძლებელი ხდება ნორმალური, თავისუფალი არჩევნების ჩატარება . ეს ევროპაში დემოკრატიის მომავალთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. თავისთავად, უნგრეთსა და საქართველოში, საერთოდ სხვადასხვა კონტექსტია, მაგრამ ის მოცემულობა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, ნიშნავს რომ ევროკავშირს გაცილებით ნაკლები ბერკეტი აქვს ხელში საქართველოს წინააღმდეგ ვიდრე ეს წევრი სახელმწიფოების შემთხვევაშია“, - აღნიშნა თომას ფაზმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge