
The Telegraph: პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს
პენტაგონი ირანზე დარტყმების განახლების გეგმებს განიხილავს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.
არსებული ინფორმაციით, განიხილება დაბომბვის განახლების გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დადებული ორკვირიანი ზავი ხუთშაბათს გამთენიისას ამოიწურება.
ჯეი დი ვენსი სამშაბათს დილით პაკისტანში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გამგზავრებას გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო. წყარომ ასევე დასძინა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მზად არის ისლამაბადში ნებისმიერ დროს გაფრინდეს, თუ ირანი საკუთარ პოზიციას შეცვლის.
დონალდ ტრამპმა სამშაბათს CNBC-ს განუცხადა, რომ ის ისლამურ რესპუბლიკაზე დარტყმებს ელოდება, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს პროგრესი არ იქნება მიღწეული.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ჯერ არ გადაუწყვეტიათ, გააგზავნიან თუ არა ოფიციალურ პირებს მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე.
იმედი
წყარო: imedinews.ge