პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

პაკისტანის პრემიერმა ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა

იმედი|imedinews.ge

პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შეჰბაზ შარიფმა დონალდ ტრამპს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებისთვის მადლობა გადაუხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება დიპლომატიურ ძალისხმევას კონფლიქტის მოგვარების საჭირო სივრცეს აძლევს. განცხადება გაკეთდა როგორც მთავრობის, ისე ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობის, კერძოდ, ფელდმარშალ საიდ ასიმ მუნირის სახელით.

„გულწრფელ მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს ჩვენი თხოვნის კეთილგანწყობით მიღებისთვის, რაც გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გახანგრძლივებას, რათა მიმდინარე დიპლომატიურ ძალისხმევას განვითარების შესაძლებლობა მიეცეს.

ჩვენდამი გამოცხადებული ნდობის საფუძველზე, პაკისტანი კვლავაც გააგრძელებს გულმოდგინე ძალისხმევას კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით მოსაგვარებლად.

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ორივე მხარე კვლავაც დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და შეძლებს ყოვლისმომცველი სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას ისლამაბადში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეორე რაუნდის განმავლობაში, რაც წერტილს დაუსვამს ამ კონფლიქტს სამუდამოდ“, - განაცხადა შარიფმა.

TWITTER POST
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია