CNN: აშშ-მა ირანთან კონფლიქტის დროს Patriot-ის ტიპის რაკეტების 50% დახარჯა

CNN: აშშ-მა ირანთან კონფლიქტის დროს Patriot-ის ტიპის რაკეტების 50% დახარჯა

იმედი|imedinews.ge

ამერიკელმა სამხედროებმა ირანთან საბრძოლო მოქმედებების დროს ძირითადი რაკეტების მარაგები მნიშვნელოვნად შეამცირეს, რაც საბრძოლო მასალის ამოწურვის რისკს ქმნის, თუ ასეთი კონფლიქტი კვლავ განმეორდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ტელეარხს სამმა წყარომ განუცხადა, შვიდ კვირაში ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგის 45% დახარჯეს.

კერძოდ, როგორც CNN-ი იუწყება, ამერიკელმა სამხედროებმა THAAD-ის ტიპის რაკეტების მარაგის თითქმის ნახევარი და Patriot-ის ტიპის რაკეტების 50% დახარჯეს.

CNN-ის ცნობით, პენტაგონმა რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა, რის წყალობითაც რაკეტების წარმოება დაჩქარდება, თუმცა ახალი შეიარაღების მიწოდების ვადა სამიდან ხუთ წლამდე შეადგენს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია