
„კლასიკური კონცერტები ბათუმში“ - ბათუმი საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს
საერთაშორისო ფესტივალი ,,კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ოფიციალურად გაიხსნა. გალა კონცერტზე „კლასიკური ჰარმონია“ მსმენელის წინაშე წარსდგნენ ცნობილი პიანისტი ელენ მერსიე და ვირტუოზი მევიოლინე დანიელ ლოზაკოვიჩი. შესრულდა ცნობილი კომპოზიტორების გამორჩეული ნაწარმოებები.
საერთაშორისო ფესტივალი - „კლასიკური კონცერტები ბათუმში“ ხორციელდება აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით. პროექტის მიზანია საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.
ფესტივალის გახსნას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის მინისტრი, ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის უმაღლესი საბჭოს, აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, დიპლომატები, მოწვეული სტუმრები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.
საერთაშორისო ფესტივალი ,,კლასიკური კონცერტები ბათუმში“ 24 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებს მრავალფეროვან კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობენ მსოფლიო დონის შემსრულებლები.
იმედი
წყარო: imedinews.ge