მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება
შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება

შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამისთვის 3 მლნ ლარი დაიხარჯება

იმედი|imedinews.ge

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამისთვის მიმდინარე წელს 3 მილიონი ლარი დაიხარჯება - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდის, წელს კი 3 600 ვაუჩერს გასცემს.

„თბილისის მერია, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, შშმ პირებისთვის 3 600-მდე ვაუჩერს გასცემს. საქართველოს კურორტებზე დასასვენებლად განკუთვნილი ვაუჩერების რაოდენობა ყოველ წელს იზრდება და შესაბამისად, დასვენების შესაძლებლობა ამ საჭიროების მქონე მეტ შშმ პირს ეძლევა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური საკურორტო ვაუჩერის ღირებულებას წლიდან წლამდე ზრდიდა. ეს თანხა 2026 წელსაც გაიზარდა და აღნიშნული პროგრამისთვის 2026 წლის ბიუჯეტიდან სამი მილიონი ლარი გამოიყოფა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, საკურორტო ვაუჩერით დასასვენებლად არანაკლებ ექვსი დღე-ღამეა განსაზღვრული. ვაუჩერით მოსარგებლე შშმ პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, საქართველოს მთისა და ზღვის კურორტზე დასასვენებლად, ადგილს, სასტუმროს და დროს თავად ირჩევს.

„უახლოეს დღეებში, საკურორტო ვაუჩერების დარიგების პროცესი დაიწყება, რაც „საქართველოს ფოსტის“ მეშვეობით განხორციელდება. ვაუჩერის მფლობელს, რომელიც კურიერს სახლში არ დახვდება, უკან დაბრუნებული ვაუჩერის აღების საშუალება დედაქალაქის მერიაში ექნება. საკურორტო ვაუჩერის გამოყენების ვადა პირველი მაისიდან 15 სექტემბრის ჩათვლით არის განსაზღვრული. ვაუჩერის მსურველთა მიერ განაცხადის გაკეთება სამი თვის განმავლობაში - 2026 წლის 8 იანვრიდან 8 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით,2025 წელს დედაქალაქის მერიამ 3 247 საკურორტო ვაუჩერი გასცა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ავიაკომპანია Condor-ის მიერ კვირაში 7 სიხშირით თბილისი - ფრანკფურტის რეისის შესრულება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს დაკავშირებადობას ევროპასთან და ტურისტული ნაკადების ზრდას

სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა

სასაზღვრო ავიაციას 27 წელი შეუსრულდა

იმედი

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

პოლიციამ მარნეულში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი

იმედი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, გომბორის მოხალისეთა მომზადების ცენტრში ინდოეთის საერთაშორისო კინოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია Gokulam Movies-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა