
ჟორდან ბარდელა: ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი ევროპული არქიტექტურის საწყისი იდეის ღალატს განასახიერებს
იმედი|imedinews.ge
ფრანგი ევროპარლამენტარი და პარტია „ეროვნული ასამბლეის“ ლიდერი, ჟორდან ბარდელა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს აკრიტიკებს.
ბარდელას განცხადებით, ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპული არქიტექტურის საწყისი იდეისადმი ღალატს განასახიერებს.
ბარდელამ გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც და თქვა, რომ ის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
„ურსულა ფონ დერ ლაიენის ევროკავშირი განასახიერებს იმ ევროპული არქიტექტურის საწყისი იდეის ღალატს, რომელიც ძლიერ ერთა შორის თანამშრომლობას დაეფუძნა, ანუ იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც საკუთარი ინტერესების დაცვის უნარი აქვთ. ასევე ჩემი დაკვირვებით, ბატონმა მაკრონმა ევროპაში საფრანგეთის იმიჯი და ინტერესები დაასუსტა“, - განაცხადა ბარდელამ.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge