მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ვატო შაქარიშვილი: რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის
ვატო შაქარიშვილი: რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის

იმედი|imedinews.ge

რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს დაჟინებით აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.

მისი თქმით, საჭიროა კომპლექსური მიდგომაა ვინაიდან „დრო არ ითმენს“.

„რიტორიკას უნდა მოჰყვეს საქმე. ევროკავშირთან მიმართებაში ხელისუფლება იმავეს აკეთებს - გამოდის, აკრიტიკებს, აღწერს იმ უმძიმეს ვითარებას, რაც ევროკავშირშია და განცხადების ბოლოს დაჟინებით აცხადებს, რომ ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და აი, ამ უფსკრულის პირას მყოფ გაერთიანებაში აუცილებლად გააწევრიანებს ქვეყანას.

ყოველთვის ეს რაღაც პროცესები იწყება, ხელისუფლებას ეტყობა რაღაც ნიშანი, რომ მოქმედებს იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ სამართლებრივი წესრიგი დამყარდეს ქვეყანაში, მაგრამ შემდგომ გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე თუ შეწყვეტა არა, შეფერხება ხდება ამ პროცესის. წლინახევრის წინ დასრულდა საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, სადაც კიდევ ერთხელ მოისმინა მთელმა ქვეყანამ და მთელმა მსოფლიომ ის უმძიმესი ისტორიები, რაც ჩვენს გვერდით ადამიანებს გადახდათ თავს. ეს იყო ძალიან მცირე იმ დანაშაულებთან მიმართებაში, რაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩადენილი აქვს ქვეყნის და ხალხის წინაშე. ეს კომისია ხომ არ შემდგარა იმისთვის, რომ სქელტანიანი წიგნი გამოცემულიყო?! არ უნდა გაიწელოს ეს პროცესი“, - განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ“ დღეს განცხადება გაავრცელა, რომლითაც ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დაასრულოს ისედაც ძალიან დაგვიანებული სამართლიანობის აღდგენის პროცესი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

იმედი

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციის წევრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის პრეზიდენტს შეხვდნენ

იმედი

ჩიბურდანიძე: მადიარი კონსერვატორია, საარჩევნო პროგრამაში შეტანილი ჰქონდა ოჯახური ღირებულებები, ლგბტ თემთან დაკავშირებით კი დათქმა, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც უნდა, მაგრამ პროპაგანდა არ არის მიზანშეწონილი

ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში

ფიცომ განაცხადა, რომ არ გაუკვირდება, თუ ნავთობსადენი „დრუჟბა“ მუშაობას შეწყვეტს უკრაინისთვის ევროკავშირის სესხის დამტკიცებიდან მოკლე დროში

იმედი