POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

POLITICO: გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის მთავრობამ მიმდინარე და მომავალი წლის ზრდის პროგნოზი შეამცირა, რაც პირდაპირ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე აშშ-ისრაელის ომს დაუკავშირა, - წერს გამოცემა POLITICO.

ფრიდრიხ მერცის კოალიცია ახლა ვარაუდობს, რომ წელს ეკონომიკა მხოლოდ 0.5%-ით გაიზრდება - ადრინდელი 1.0%-იანი პროგნოზის ნაცვლად.

2027 წლისთვის მოლოდინი ასევე შემცირდა და 1.3%-ის ნაცვლად 0.9% შეადგინა.

„გერმანიის ეკონომიკური განვითარება გადამწყვეტად იქნება დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარებაზე“, - განაცხადა გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ პროგნოზების მორიგ განახლებაში. „თუმცა, ასეთ შემთხვევაშიც კი, სავარაუდოა, რომ ენერგიის მაღალი ფასები, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებები და ეკონომიკური სირთულეები გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ შენარჩუნდება“.

გერმანიის მთავრობის მიერ პროგნოზის გაუარესება მოულოდნელი არ ყოფილა, მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში საკუთარი მაჩვენებლები საერთაშორისო სავალუტო ფონდმა და წამყვანმა ადგილობრივმა კვლევითმა ინსტიტუტებმაც შეამცირეს.

„ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, სავარაუდოდ, წელს და მომავალ წელს ინფლაციას ისევ 3%-ისკენ უბიძგებს“, - განაცხადა მთავრობამ. ამის ფონზე, ფინანსური ბაზრები მოელიან, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთს ორჯერ გაზრდის.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია