თეთრი სახლი: პრეზიდენტს არ დაუწესებია კონკრეტული ვადა ირანისგან წინადადების მისაღებად

თეთრი სახლი: პრეზიდენტს არ დაუწესებია კონკრეტული ვადა ირანისგან წინადადების მისაღებად

იმედი|imedinews.ge

თეთრი სახლის განცხადებით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კმაყოფილია ირანის წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური ზეწოლის კამპანიით და თეირანისთვის პასუხის გასაცემად „მკაცრი ვადა“ არ დაუწესებია.

„იმ ეკონომიკური ბერკეტის შედეგად, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა მათ მიმართ აამოქმედა, ისინი საკუთარი ხალხისთვის ხელფასების გადახდასაც კი ვერ ახერხებენ“, - განუცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჟურნალისტებს. „ასე რომ, ის კმაყოფილია ამით, სანამ ჩვენ მათ პასუხს ველოდებით - დანარჩენს კი ვნახავთ“.

მან ასევე დასძინა, რომ ტრამპს ირანისთვის მკაცრი ვადები არ დაუდგენია. „პრეზიდენტს არ დაუწესებია კონკრეტული ვადა ირანული წინადადების მისაღებად, განსხვავებით ზოგიერთი ცნობისგან, რაც დღეს ვიხილე. საბოლოო ჯამში, ვადებს მთავარსარდალი განსაზღვრავს“.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია