
ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ომთან დაკავშირებით „დროის ჩარჩოები“ არ არსებობს და უარყოფს, რომ გადაწყვეტილებებს შუალედური არჩევნები განაპირობებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულებისთვის „ვადები დაწესებული არ არის“ და უარყო ვარაუდები იმის შესახებ, რომ მის მიდგომაზე პოლიტიკური მოსაზრებები ახდენს გავლენას.
Fox News-თან ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ არანაირი ზეწოლა ვადებთან დაკავშირებით არ არსებობს არც ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე, რომელიც მან სამშაბათს გაახანგრძლივა, და არც ახალი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებაზე.
კითხვაზე, თუ როდის შეიძლება დასრულდეს ომი, ტრამპმა უპასუხა, რომ „დროის ჩარჩოები არ არსებობს“. მანამდე იგი აცხადებდა, რომ ომი ოთხიდან ექვს კვირამდე გაგრძელდებოდა, თუმცა კონფლიქტი უკვე მეშვიდე კვირაა მიმდინარეობს.
„ხალხი ამბობს, რომ შუალედური არჩევნების გამო მსურს ყველაფრის დასრულება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ ადმინისტრაციას სურს „ამერიკელი ხალხისთვის საუკეთესო პირობებს მიაღწიოს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge