
Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო
იმედი|imedinews.ge
სააგენტო Reuters-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო.
სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. ბაზაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ჩინოსნებიც, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ირანული დრონების, მათ შორის შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და დაჭერის მიზნით უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge