მედია: სლოვაკეთმა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო

მედია: სლოვაკეთმა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

სლოვაკეთმა თითქმის სამთვიანი წყვეტის შემდეგ დღეს დილიდან ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.

„ნავთობის მიღება შეთანხმებული გეგმის მიხედვით ხდება“, - ციტირებს მედია სლოვაკეთის ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკის მინისტრ დენისა საკოვას.

ცნობისთვის, გუშინ საკოვამ განაცხადა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ ნავთობით შევსება დაიწყო.

ნავთობსადენი მწყობრიდან იყო გამოსული მას შემდეგ, რაც იანვრის ბოლოს რუსეთმა დასავლეთ უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია