
აშშ-ში ისრაელ-ლიბანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართება
ვაშინგტონი დღეს ისრაელ-ლიბანის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს უმასპინძლებს. ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, თუმცა ისრაელი და ლიბანში მოქმედი დაჯგუფება „ჰეზბოლა“ ერთმანეთს წერტილოვანი დარტყმებით მაინც უპირისპირდებიან.
როგორც გამოცემა იუწყება, მოლაპარაკებებზე ლიბანის ხელისუფლების წარმომადგენლები ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელებას მოითხოვენ მაშინ, როცა ისრაელი დაჟინებით ითხოვს, რომ მხარეებმა მისი უფლება თავის დაცვაზე დაადასტურონ.
მოსალოდნელია, რომ ისრაელმა ლიბანს მოუწოდოს შეაჩეროს „ჰეზბოლა“, რომელსაც ზურგს ირანი უმაგრებს და შეაწყვეტნოს თავდასხმები.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის, გიდეონ საარის განცხადებით, ისრაელს ლიბანთან „სერიოზული უთანხმოება არ აქვს“ და ის მზადაა „მშვიდობის ხელი გაუწოდოს“.
იმედი
წყარო: imedinews.ge