გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

გაერო-ს საჯარო სერვისების 2026 წლის ფორუმის თაობაზე შეხვედრა გაიმართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ბექა ძამაშვილმა და გაერო-ს ჟენევის ოფისში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა რევაზ ლომინაძემ გაერო-ში აკრედიტებულ დიპლომატებსა და სახელმწიფოების მისიების ხელმძღვანელებს ინფორმაცია მიაწოდეს ფორუმის შესახებ, რომელიც თბილისში მიმდინარე წლის 23-25 ივნისს გაიმართება.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ღონისძიების მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ ფორუმი ხელს შეუწყობს საჯარო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებას და მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის განვითარებას.

2026 წლის ფორუმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ერთობლივი ორგანიზებით ტარდება. მისი მთავარი თემაა „საჯარო ინსტიტუტების ტრანსფორმაცია: ინოვაციის, ანგარიშვალდებულების, მონაწილეობისა და ინკლუზიის განვითარება“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოთა მაღალი დონისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, თემატური ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციები.

საინფორმაციო შეხვედრას გაერო-ს ჟენევის ოფისმა უმასპინძლა.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია