მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში
პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

პაატა სალია: საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში

იმედი|imedinews.ge

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია.

როგორც ის აღნიშნავს, პატრიარქის წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეასრულა განსაკუთრებული მისია საზოგადოების სულიერი კონსოლიდაციის პროცესში.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

ნახევარი საუკუნის განმავლობაში ილია II იყო ქართველი ერის სულიერი მამა და ერთიანობის სიმბოლო. ქარტეხილებით სავსე ეპოქაში, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდებოდა სიმტკიცე, იმედი და ზნეობრივი საყრდენი, პატრიარქმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რწმენის აღორძინებასა და ერის სულიერ გამთლიანებაში.

მისი წინამძღოლობით საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეასრულა განსაკუთრებული მისია საზოგადოების სულიერი კონსოლიდაციის პროცესში და იქცა იმ საყრდენად, რომელმაც განსაცდელის წლებში გააძლიერა რწმენა, შეინარჩუნა ზნეობრივი საფუძვლები და გააერთიანა საზოგადოება საერთო ღირებულებების გარშემო.

საქართველო ემშვიდობება სულიერ წინამძღვარს, რომლის ღვაწლი განუზომელია და რომლის ხსოვნა განუყოფლად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და თითოეული ადამიანის გულში.

ვუსამძიმრებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სასულიერო პირებს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და მთელ ქრისტიანულ სამყაროს.

საუკუნოდ იყოს მისი ხსოვნა“, - წერს პაატა სალია.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ

ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ

იმედი

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

ანტიოქიის პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

იმედი

იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო

იანო ალიბეგაშვილი პატრიარქზე: ძალიან ღრმა იყო როგორც ადამიანი და არ შეიძლებოდა მისი მუსიკაც ასეთივე ღრმა არ ყოფილიყო

იმედი

რობერტ სტურუა პატრიარქზე: ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება

რობერტ სტურუა პატრიარქზე: ის იყო ნამდვილად წმინდა ადამიანი, წმინდა ქართველი, რომელიც ჩემს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება

იმედი