
ხათუნა ხოფერია პატრიარქზე: მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ
„მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ პატრიარქზე საუბრისას.
ხათუნა ხოფერიას თქმით, პატრიარქს მტერიც კი უყვარდა.
„იმ დღეს მგონი მამა შალვამ გაიხსენა, ერთხელ შემთხვევით ტელევიზორი ჩავრთე და ასე მითხრა, სახელები მითხარიო. ვიფიქრე, როგორც მე, ახლა ადგება და ამათ დაერევაო. მითხრა, ჩემი შვილები არიან და უნდა ვილოცო მათთვისო. ასეთი იყო.
სხვათა შორის, მას აქვს ერთი ინტერვიუ, სადაც ის ამბობს, არ ვიცი მე ვარ საქართველოში თუ საქართველოა ჩემშიო. მისი გარდაცვალებაც და ცხოვრებაც, განსაკუთრებით ბოლო წლებში, იყო სრული განსახიერება ამბროსი ხელაიას ნათქვამისა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, გული - საქართველოს, და ხორცი თქვენთვის მომინდია“.
ჩვენ დაგვემართა ეს, რომ ძალიან დავღალეთ, ბევრი რამ ვაკადრეთ. ძალიან მძიმედ იყო, ოღონდ მხოლოდ ხორცით. მისი გული და მისი საზრიანი გონება ბოლომდე შეინარჩუნა ისევ და ისევ საქართველოსთვის, ისევ და ისევ სამშობლოსთვის. მან მრწამსში მე-11 მცნება დაამატა და ეს არის ორი სიტყვა - „საქართველო, მიყვარხარ“. ეს დაგვიტოვა როგორც მრწამსი, რითაც უნდა ვიცხოვროთ“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge