
მეუფე გერასიმე: ეს არის ძალიან დიდი ტკივილი არამხოლოდ ჩვენი ეკლესიისთვის, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის
იმედი|imedinews.ge
ეს არის ძალიან დიდი ტკივილი არამხოლოდ ჩვენი ეკლესიისთვის, არამედ მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, - განაცხადა ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმემ პატრიარქზე საუბრისას „ქრონიკასთან“.
„ჩვენ ველოდებით სტუმრებს სხვადასხვა ეკლესიიდან და მივაგებთ ისეთ პატივს, რომელიც მას ეკადრებოდა“, - აღნიშნა მან.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
93 წლის ასაკში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge