
გიგა ოჩხიკიძე: ძალიან მძიმე დღეებია, ძალიან დიდი დანაკარგია ყველა მართლმადიდებლისთვის
იმედი|imedinews.ge
ძალიან მძიმე დღეებია. ძალიან დიდი დანაკარგია ყველა მართლმადიდებლისთვის, - განაცხადა პარალიმპიურმა ჩემპიონმა, გიგა ოჩხიკიძემ.
„ბედნიერი ვარ, რომ მოვასწარი სიცოცხლეში მისი ნახვა და ბედნიერი ვარ, რომ ახლაც მოვახერხე მოსვლა და პატივი მივაგე“, - აღნიშნა მან.
სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესისთვის პატივის მისაგებად მისული მოქალაქეების რიგი არ წყდება. ისინი ილია მეორის ფასდაუდებელ ღვაწლს უსვამენ ხაზს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე ტაძარში ყოველდღიურად მიდიან პრეზიდენტი, პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე, დედაქალაქის მერი, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge