მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მაქვს საკრალური ბედნიერება - მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე: მაქვს საკრალური ბედნიერება - მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია - დაბადება ფიზიკური და ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა

იმედი|imedinews.ge

მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

მან გაიხსენა პირველი შეხვედრა პატრიარქთან და ის განცდები, რომელიც ამ დროს ჰქონდა.

„ჩემი პირველი სიტყვა პატრიარქის შესახებ ეს იყო, როდესაც მე სკოლაში ვსწავლობდი, როდესაც ჩვენი სკოლის დამრიგებელმა გვითხრა, რომ აირჩიეს ახალგაზრდა პატრიარქი, რომელიც განსაცვიფრებელი ადამიანი ჩანსო. ეს იყო პირველი, რაც მახსოვს. 1989 წელს 9 აპრილის ცნობილი მოვლენების შემდეგ, როდესაც ჩვენში ღვთისმაძიებლობა გარდაისახა და მოხდა ეს მისტიკური სარწმუნოებრივი ნახტომი, როდესაც ჩვენ მივხვდით და ეს მიხვედრა იყო მისტიკური მიხვედრა და არა ინტელექტუალური, როდესაც მივხვდით, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, იძებნება მის წმინდა ეკლესიაში. მაშინ შევედით ეკლესიაში და დაგვხვდა ეს განსაცვიფრებელი ადამიანი.

პატრიარქზეროცა საუბრობ გინდა, რომ მოუკლებლად ადიდო ღმერთი და უსაზღვრო მადლიერებით იხსენებდე, რომელმაც ჩვენში, იმ დროინდელ ადამიანებში რწმენა სიტყვით კი არ შემოიტანა მხოლოდ, არამედ გვაჩვენა, დაამოწმა. სახარებას მოვიშველიებ: „პატრიარქი იყო ისეთი ნათელი, რომელიც ისე ბრწყინავდა, რომელიც საცნაური ხდებოდა ერისთვის“. ამიტომ ის ურწმუნო საზოგადოება, რომელიც ვიყავით ჩვენ, მიზიდული ამ ბრწყინვალების მიერ ნელ-ნელა ვხდებოდით მორწმუნეები.

მე მაქვს საკრალური ბედნიერება, მე მისი ხელდასხმული ვარ. ეს ჩემთვის არის მთავარი დაბადება. ერთია დაბადება ფიზიკური და მე ჩემს ფიზიკურ დაბადებაზე მეტად მიხარია, რომ მღვდლად დავიბადე და პატრიარქისგან მოხდა ჩემი შობა, ეს იყო ხელშესახებად განცდილი რეალობა, მისტიკური ღმერთის ჩვენში შემოსვლის რეალური განცდა, რომლის უშუალო მოქმედი ღმერთი იყო, მაგრამ პატრიარქის მიერ“, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ანზორ ჩუბინიძე: ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს - სიონში დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის

ანზორ ჩუბინიძე: ხალხს ექნება საშუალება, პატრიარქის გამოსვენების მთელი გზის განმავლობაში, რომ გვერდითა პოზიციები დაიკავოს - სიონში დაშვება იქნება მხოლოდ და მხოლოდ სასულიერო პირებისთვის

იმედი

სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

სამებაში პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი ხვალ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება

იმედი

აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა

აჭარის მთავრობის შენობაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ფოტო განთავსდა

იმედი

გიორგი სიხარულიძე: ის რაც ახლა სამების ტაძართან ხდება, ყველაფერზე მეტყველებს - საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე კარგი უნდა იყოს

გიორგი სიხარულიძე: ის რაც ახლა სამების ტაძართან ხდება, ყველაფერზე მეტყველებს - საზოგადოების ასეთი კათარზისი, ასეთი ერთიანობა იმედს მაძლევს, რომ ხვალინდელი დღე კარგი უნდა იყოს

იმედი