მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აკადემიკოსი ვალერი ასათიანი: პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო
აკადემიკოსი ვალერი ასათიანი: პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო

აკადემიკოსი ვალერი ასათიანი: პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო

იმედი|imedinews.ge

მან გააძლიერა დღევანდელი საქართველო. თითქოს, სულ სხვა ცხოვრება იწყება საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ აკადემიკოსმა, ვალერი ასათიანმა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე საუბრისას.

მისივე თქმით, იგი საყოველთაო სიმშვიდეს ამკვიდრებდა და ეს სიმშვიდე გადასცა თაობებს.

„არ შეიძლება მღელვარების გარეშე უყურებდე იმას, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში - ახალგაზრდობა, მის მიერ მონათლული ათასობით ახალგაზრდა, ბავშვები, როგორ მსჯელობენ, როგორ საუბრობენ! მან გააძლიერა დღევანდელი საქართველო. თითქოს, სულ სხვა ცხოვრება იწყება საქართველოში. ყვავილების ეს მდინარე, აურაცხელი ხალხი, საოცარი სიფაქიზით, სიყვარულითა და მადლიერებით განმსჭვალული სიტყვები! არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩემი თაობა არ მოსწრებია ადამიანის მიმართ მადლიერების, სიყვარულისა და თაყვანისცემის ასეთ გამოხატვას! ძალიან ბევრი შეიძლება, რომ ვისაუბროთ“, - აღნიშნა აკადემიკოსმა.

ვალერი ასათიანის თქმით, პატრიარქის სამძიმარზე მისული ადამიანების უწყვეტი ნაკადი ბევრის მთქმელია, რომ ერს აქვს თავისი ხმა.

„ერს აქვს თავისი ხმა, რომ ერს შეუძლია იყოს ერთიანი, გამოიჩინოს სიმტკიცე, გამოხატოს სიყვარული, რომელსაც ქადაგებდა პატრიარქი და იაროს სწორი გზით. პატრიარქი სულ ცდილობდა, რომ სწორი გზა ეჩვენებინა. მოგეხსენებათ, ის თავის მოღვაწეობას აფასებდა, როგორც მზიან ღამეს. ახლა არ შემიძლია, ლადო ასათიანი არ გავიხსენო - „დავიღლები საქართველოს სიყვარულში, სასთუმალზე ერთხელაც არ დავიძინებ“. აი, პატრიარქი დაიღალა საქართველოს სიყვარულში და მან ეს „დავიღალე“ არაჩვეულებრივ საგალობელში გამოხატა, რომელიც შეუძლებელია, ადამიანმა ცრემლის გარეშე მოისმინო“, - აღნიშნა აკადემიკოსმა, ვალერი ასათიანმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა

პატრიარქისთვის კიდევ ერთხელ პატივის მისაგებად პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი იმყოფებოდა

იმედი

ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უწმინდესთან დასამშვიდობებლად ხალხი საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოდის. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს

სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს

იმედი