
ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ - საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ილია მეორის განსაკუთრებულ როლს ისტორიაში ქვეყნის გარეთაც აღნიშნავენ. საქართველო სამძიმარს მთელი მსოფლიოდან იღებს.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის სამძიმრის წერილს აქვეყნებს სახელმწიფო დეპარტამენტი. „ილია მეორის სულიერი წინამძღოლობა და მისი წარუშლელი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს ემახსოვრებათ“ - წერს მარკო რუბიო.
სამძიმრის წერილს ავრცელებს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი.
საქართველოსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს შენობაზე დაშვებულია საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
სამძიმარს უცხადებენ ქვეყანას ვატიკანი, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიები და კონფესიების წარმომადგენლები.
ვრცლად ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტში.
იმედი
წყარო: imedinews.ge