
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი: ილია მეორემ დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს
იმედი|imedinews.ge
სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანი, რასტისლავ ჩოვანეცი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო ქართველ ხალხს უსამძიმრებს.
თავის მიმართვაში ჩოვანეცმა ხაზი გაუსვა პატრიარქის უდიდეს როლს საქართველოს ისტორიაში და მას სიმტკიცის სიმბოლო უწოდა.
„სლოვაკეთის რესპუბლიკის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო. ის ათწლეულების განმავლობაში იყო საქართველოს სტაბილურობის, რწმენისა და იმედის სიმბოლო. მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში იგი აერთიანებდა საზოგადოებას და დატოვა მემკვიდრეობა, რომელიც სცილდება მისი ქვეყნის საზღვრებს. განისვენოს მშვიდობით“, - აღნიშნულია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.
TWITTER POST
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge