
დეკანოზი დავითი: სიონში, წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი
იმედი|imedinews.ge
სიონში, წმინდა ნინოს ჯვარსა და ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომელმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა.
„აირჩა განსაკუთრებული ადგილი, ამბიონი, ამაღლებული ადგილი საკურთხევლის წინ, ჩრდილოეთი მხარე, აქ არის ორი დიდი სიწმინდე და მათ შორის კეთდება ეს საფლავი. წმინდა ნინოს ჯვარსა და ივერიის ღვთისმშობლის ხატს შორის იქნება პატრიარქის განსასვენებელი. სიონი საქართველოსთვის ისედაც დედა ეკლესიაა და პატრიარქის განსვენების შემდგომ უფრო დიდი სითბო და სიყვარული დაივანებს ამ ტაძარში“, - აღნიშნა დეკანოზმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge