
ავთო არაბული: ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი
იმედი|imedinews.ge
ახლა იწყება პატრიარქის მოღვაწეობის მეორე ეტაპი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა.
„ეს აღმავლობა იმის იმედს მაძლევს, რომ ეკლესიაშიც, სარწმუნოებასა და საზოგადოებაშიც, ის რაც ვერ შევუსრულეთ სულიერ მამას, ახლა უნდა შევძლოთ, რომ კონსოლიდაცია, ის სიყვარული, რომელსაც გვიქადაგებდა, ეს ავაღორძინოთ და მგონია, რომ ეს იქნება ახალი გზა საქართველოს გამთლიანებისა და გაბრწყინების“, - აღნიშნა არაბულმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge