
აკადემიკოსი ავთო არაბული პატრიარქზე: „საქართველო მიყვარხარ“ - რას ნიშნავდა მისთვის ამის თქმა, მხოლოდ მან იცოდა, რომ სიყვარული დაბრუნდებოდა და ჩვენ სასწაულის მომსწრე ვართ. ამას ვხედავთ, რომ საქართველო აბრუნებს სიყვარულს
ეს არა მხოლოდ გლოვაა, არის მადლიერების გამოხატვა, სიყვარულის დაბრუნება, იმ სიყვარულის, რომელსაც ასე გასცემდა პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა.
მან პატრიარქის გარდაცვალების გამო სრულიად საქართველოს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ჯერაც წინ არის გააზრება იმის, თუ რა დიდი დანაკლისი გვაქვს ჩვენ.
„ის, რაც ჩვენს სინამდვილეში ხდება - ეროვნულის ზე აღმავლობა, რაღაც სხვა მსვლელობა, მართალი გითხრათ, ამის სახელი არ ვიცი. ალბათ, ეს საუკუნეში ერთხელ შეიძლება მოხდეს. როდესაც ჩვენ ვუყურებთ ილია მართლის აღსრულებას, მოწამერივს და მაშინდელ საქართველოს და ქართველთა განწყობას, რაღაც ანალოგიურია. ეს არის ის შემთხვევა, როდესაც ფაქტობრივად, ერის მიერ ამ დიდი, ამ ისტორიული მოვლენის აღქმა ტრაგედიის კი არაა. ეს არის სწორედ, როგორც პატრიარქი ამბობდა - ჩვენ გვაქვს სიტყვა გარდაცვალება და ძველი ქართველები კიდევ უფრო უკეთესად ამბობდნენ, ამას ეძახოდნენ შესვენებას. შეისვენაო, ამბობდნენ მოღვაწის მიმართ. ამ შესვენების აქტით იწყებოდა დღესასწაული.
ტალღაა საოცარი დაძრული რეგიონებიდან, მათ შორის მთელი თბილისი იქაა დღე და ღამ! ეს არა მხოლოდ გლოვაა, არის მადლიერების გამოხატვა, სიყვარულის დაბრუნება, იმ სიყვარულის, რომელსაც ასე გასცემდა პატრიარქი. არის მონანიების განცდა ძალიან დიდ წილში, რადგან ჩვენ ხომ ძალიან ბევრჯერ ვატკინეთ გული პატრიარქს. საოცარი ბგერებია, როდესაც ის ამბობს „საქართველო მიყვარხარ“, რას ნიშნავდა მისთვის ამის თქმა, მხოლოდ მან იცოდა, რომ ეს ბგერები უკან დაბრუნდებოდა, სიყვარული დაბრუნდებოდა და ჩვენ სასწაულის მომსწრე ვართ. ამას ვხედავთ, რომ საქართველო აბრუნებს სიყვარულს“, - განაცხადა აკადემიკოსმა, ავთო არაბულმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge