
პარლამენტის თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრებმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს
იმედი|imedinews.ge
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, სადაც პატრიარქია დასვენებული, მსვლელობით მივიდნენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. კათოლიკოს-პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge