სერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა

სერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა

იმედი|imedinews.ge

პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი და ასე შემდეგ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, სერგო ვარდოსანიძემ.

მან უწმინდესის გარდაცვალების გამო მთელს საქართველოს მიუსამძიმრა და პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა.

„ბუნებრივია, ახლა ჩვენ უფრო მაინც ემოციური განწყობა გვაქვს და რაც უფრო დრო გავა, მით უფრო მეტად მოხერხდება ამ დიდი საეკლესიო მოღვაწის ღვაწლის წარმოჩენა. თითქმის, 50 წელი იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი. ერთ რამეზე მინდა ყურადღება გავამახვილო - პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი და ასე შემდეგ.

იგი მონათლა კირიონ კათალიკოსის თანაშემწემ და პირადმა მდივანმა, არქიმანდრიტმა ტარასი კანდელაკმა, რომელიც შემდეგ ეპისკოპოსიც იყო. აქედან მოყოლებული ყველა იმ პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა სწორედ იმ ძველი თაობის პატრიარქებს და ძალიან ბევრი რამ იცოდა მათზე და ამავე დროს იმ ურთულეს ეპოქასაც იცნობდა შესანიშნავად. 1963 წლიდან მას მოუწია ჯერ როგორც შემოქმედელ ეპისკოპოსად, ხოლო 1977 წლიდან 49 წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქად მოღვაწეობა“, - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია