
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ვატო შაქარიშვილმა.
მან სრულიად საქართველოს, სასულიერო და საერო პირებს, პატრიარქის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
„როგორი საოცარი მოცემულობა გვაქვს - ჩვენ ვეუბნებით სხვას სამძიმარს და ამავდროულად ვიღებთ სამძიმარს, რადგან ჩვენ ყველანი ჭირისუფლები ვართ დღეს, მაგრამ ამ სევდასთან ერთად არის ძალიან დიდი ამაღლებული განწყობა. შეუძლებელია, რომ ამ სევდასთან ერთად არ იყო ამაყი და ბედნიერი, რომ ამის ნაწილი ხარ. ამის ნაწილი გაგვხადა უფალმა და მე ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა ჯერ კიდევ წლების წინ და ჩემთვის ახლა განსაკუთრებით ეს მზე და ეს სინათლის სხივი, სიკეთის იმედის სხივი იყო სწორედ პატრიარქი ამ წლების განმავლობაში“, - აღნიშნა შაქარიშვილმა.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
იმედი
წყარო: imedinews.ge