მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გოგა ხაინდრავა: დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ - ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა სიყვარული დატოვა
გოგა ხაინდრავა: დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ - ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა სიყვარული დატოვა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ თვალს ვადევნებთ სასწაულს, - ასე აფასებს კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა სამების ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდზე მოქალაქეების უწყვეტ ნაკადს.

როგორც ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ აღნიშნა, პატრიარქი იყო ღვთის კაცი.

„არ ვიცი ამის პრეცედენტი თუ არის მსოფლიოში, საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა ბაირამი გადადეს, ჩვენი პატრიარქი გარდაიცვალაო, არ ზეიმობენ ყველაზე დიდ დღესასწაულს, ეს იგივეა, რომ ქრისტიანებმა აღდგომის ზეიმზე უარი თქვან. წარმოიდგინეთ რა სიყვარული დატოვა. რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ სამების საკათედრო ტაძარში, მთელი ცხოვრება ამას ემსახურებოდა.

დარწმუნებული ვარ, ორშაბათიდან სხვა საქართველოში გავიღვიძებთ. ამის მერე ვინც დააპირებს დაპირისპირებას, ის თვითონ ვეღარ იპოვის თავის ადგილს ამ საზოგადოებაში, რადგან ამ საზოგადოებაში უწმინდესმა დატოვა სიყვარული.

ვინც ახლა იქ დგას [სამების ტაძარში], რომ უთხრა შედი და პატრიარქს შეურაცხყოფა მიაყენე ან თავს მოგაჭრით, დარწმუნებული ვარ ყველა წავა და თავს დადებს“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა

სერგო ვარდოსანიძე: პატრიარქი იყო იმ დიდი საეკლესიო მოღვაწეების გზის გამგრძელებელი, როგორიც იყო კირიონი, ლეონიდე, ამბროსი - ყველა პატრიარქის სულისკვეთება და განწყობა თითქოს, მასში გადმოვიდა და იგი თავის თავში აერთიანებდა

ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს

ნინო სურგულაძე პატრიარქზე: ძალიან დიდი პიროვნების გვერდით ვცხოვრობდით და ახლა კიდევ უფრო სხვანაირად გადავაფასებთ ამ ყველაფერს

იმედი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის შავკატ მირზიოევის სამძიმრის წერილი მიიღო

იმედი