
მარიამ ქვრივიშვილმა ეკონომიკის სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო
იმედი|imedinews.ge
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.
პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდზე ასევე იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს უწყებების ხელმძღვანელი პირები და თანამშრომლები.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge