მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო
აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას პატივი მიაგო

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთიდან დევნილმა საზოგადოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგო.

ილია II-ის ღვაწლისა და აფხაზეთის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად, დევნილი მოქალაქეები დღეს თბილისის ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში შეიკრიბნენ, სადაც ტაძრის წინამძღვარმა მამა ლევან ჯანაშიამ პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

პანაშვიდს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრი ლიკა შარტავა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეები მერაბ ტურავა და გიორგი დგებუაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი კობა კობალაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები ესწრებოდნენ.

მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის საზოგადოების სულიერი ერთიანობის საქმეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებულ წვლილზე ისაუბრა.

„სიმბოლურია დღეს აფხაზეთის საზოგადოების შეკრება ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში, რადგან აღნიშნული ეკლესიის მშენებლობა მოხდა ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. იგი აფხაზეთის საზოგადოებისთვის არ იყო მხოლოდ სულიერი მამა, ის იყო ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, რომლის მოღვაწეობა მჭიდროდ იყო დაკავშირებული აფხაზეთთან. მე მჯერა, რომ მისი ლოცვა-კურთხევით ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით ჩვენ კუთხეს - ჩვენს მშობლიურ აფხაზეთს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II აფხაზეთში 11 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა, როგორც ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტი. მისი ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 2016 წელს, თბილისში, საფუძველი ჩაეყარა ილორის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მშენებლობას.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოსიაშვილი აგვისტოს ომზე: გმირულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები, ფაქტობრივად უჭირისუფლოდ იყვნენ. მისი უწმინდესობის დამსახურება იყო, რომ ეს ადამიანები გადმოასვენეს, გააპატიოსნეს და მიაგეს ისეთი პატივი, როგორც ეკადრებოდათ ქართველ გმირებს

გიორგი შალუტაშვილი: უწმინდესი ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მნიშვნელობაზე, ალბათ, უკვე არა მხოლოდ ათეული წლების, საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ - ეს კვალი იმდენად ღრმაა, რომ ის საუკუნეებს გადასწვდება

გიორგი სოსიაშვილი: მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი უწმინდესობა არამხოლოდ ჩვენს სამშობლოს დააკლდა, არამედ მთელ მსოფლიოს

გიორგი სოსიაშვილი: მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ამ უდიდეს ტრაგედიასთან დაკავშირებით. მისი უწმინდესობა არამხოლოდ ჩვენს სამშობლოს დააკლდა, არამედ მთელ მსოფლიოს

იმედი

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული

სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე 50 სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაა მობილიზებული

იმედი