მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი შალუტაშვილი: უწმინდესი ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მნიშვნელობაზე, ალბათ, უკვე არა მხოლოდ ათეული წლების, საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ - ეს კვალი იმდენად ღრმაა, რომ ის საუკუნეებს გადასწვდება
გიორგი შალუტაშვილი: უწმინდესი ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მნიშვნელობაზე, ალბათ, უკვე არა მხოლოდ ათეული წლების, საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ - ეს კვალი იმდენად ღრმაა, რომ ის საუკუნეებს გადასწვდება

იმედი|imedinews.ge

მიმაჩნია, რომ უწმინდესი ისეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, რომელთა მნიშვნელობაზე, ალბათ, უკვე არა მხოლოდ ათეული წლების, საუკუნეების შემდეგაც ისაუბრებენ, რადგან ეს კვალი იმდენად ღრმაა, რომ თამამად შეიძლება ითქვას, ის საუკუნეებს გადასწვდება, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შალუტაშვილმა.

მან ისაუბრა ფილმზე „სტუმრად პატრიარქთან“.

„რაც შეეხება ფილმს, რაც უფრო დიდი დრო გადის და უკვე პატრიარქი ჩვენს შორის აღარ არის და ზეციურ საქართველოს შეუერთდა, კიდევ უფრო მადლიერები ვართ მე, თამარ ბართაია და დათო ჩიხლაძე, რომ პატივი გვხვდა წილად, ეს ფილმი კი არ გადაგვეღო, პირდაპირ გეტყვით, მე ასე დავარქმევდი - ეს არის პატრიარქის ფილმი“, - აღნიშნა შალუტაშვილმა.

მისივე თქმით, 2005-2006 წლებში თამარ ბართაიას ჰქონდა იდეა, რომ გადაეღოთ პატრიარქზე ფილმი როგორც ხატმწერზე, შემოქმედზე, მხატვარზე, როგორც მგალობელზე და იმავდროულად კომპოზიტორზე. მზაობა ჰქონდათ სრულიად სხვა და სნოში ფილმის გადაღებისას კი ყველაფერი სპონტანურად მოხდა.

„სრულიად სპონტანურად, პატრიარქი შემოვიდა [გადამღებ ჯგუფთან] ისე, რომ კამერას თუ დააკვირდებით, ფაქტობრივად, განათება დაყენებული არაა, თითქოს, კადრიც ბოლომდე გასწორებული არ არის, იმდენად სპონტანურად და [თქვა]„აბა, რა გინდათ?“ და თვითონ დაიწყო. როგორც კი დაიწყო ამ ფრაზით - „სკოლაში დავდიოდი და სკოლა არ მიყვარდა“, თამრიკო შემდეგ მეუბნებოდა, რომ მაშინ მივხვდი, აღარც ერთი ჩარევა ამ მონოლოგში [არ შეიძლებოდა], როდესაც ის იხსენებდა თავისი ცხოვრების ისეთ ფაქტებს, რომელიც მანამდე [პატრიარქს] არსად მოუყოლია“, - განაცხადა გიორგი შალუტაშვილმა.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონსტანტინე გამსახურდია: ეკლესიის აღმავლობა ეტყობოდა ყოველ წელს ლიტანიობას, აღდგომის დღესასწაულს, როდესაც მეტი და მეტი ხალხი მოდიოდა - 1984 წელს ხალხის რაოდენობამ რეკორდს მიაღწია და ეს პატრიარქის გამარჯვება იყო

ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს

ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს

იმედი

დავით მათიკაშვილი: განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. განუზომელია ის მწუხარება და გლოვა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა მისი უწმინდესობის მიმართ

„ბავშვების მერე ჩვენს პატრიარქს რომ ვუსმენდი, მამშვიდებდა, მაწყნარებდა“ - პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში საბერიოში გასულ წელს დაღუპული ბავშვების მამა მივიდა

„ბავშვების მერე ჩვენს პატრიარქს რომ ვუსმენდი, მამშვიდებდა, მაწყნარებდა“ - პატრიარქისთვის პატივის მისაგებად სამებაში საბერიოში გასულ წელს დაღუპული ბავშვების მამა მივიდა

იმედი