
სოსიაშვილი აგვისტოს ომზე: გმირულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები, ფაქტობრივად უჭირისუფლოდ იყვნენ. მისი უწმინდესობის დამსახურება იყო, რომ ეს ადამიანები გადმოასვენეს, გააპატიოსნეს და მიაგეს ისეთი პატივი, როგორც ეკადრებოდათ ქართველ გმირებს
„გმირულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები, ფაქტობრივად უჭირისუფლოდ იყვნენ. მისი უწმინდესობის დამსახურება იყო, რომ ეს ადამიანები გადმოასვენეს, გააპატიოსნეს და მიაგეს ისეთი პატივი, როგორც ეკადრებოდათ ქართველ გმირებს“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი სოსიაშვილმა აგვისტოს ომსა და პატრიარქზე საუბრისას.
სოსიაშვილის თქმით, კადრებიდან ყველას კარგად ახსოვს ატირებული პატრიარქი.
„ეს ადამიანი საქართველოს თანამდევი სულია და თანამდევ სულად დარჩება, ვიდრე იარსებებს ჩვენი ხალხი, ჩვენი ერი. ძალიან კარგად გვახსოვს ატირებული ჩვენი პატრიარქი და ის, რომ ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იყო წინა ხაზზე, ეს ყველასთვის დღესავით ნათელია. რომ არ ყოფილიყო მისი უწმინდესობა, წარმოიდგინეთ რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა [ხალხი] იმიტომ, რომ ქართული სოფლები უპატრონოდ და გმირულად დახოცილი ჩვენი ჯარისკაცები ფაქტორბივად, უჭირისუფლოდ მიტოვებული იყვნენ. მისი უწმინდესობის დამსახურება იყო, რომ ეს ადამიანები გადმოასვენეს, გააპატიოსნეს და მიაგეს ისეთი პატივი, როგორც ეკადრებოდა ქართველ გმირებს. ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge