
მანანა კობახიძე: პატივი მივაგეთ უწმინდესს. მან დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდიდესი რწმენა, ნუგეში და ასე სიყვარულით ვაცილებთ ჩვენ, მადლიერი ქართველი ხალხი
იმედი|imedinews.ge
ძალიან მძიმეა, ძალიან დიდი ტკივილია სრულიად საქართველოსთვის, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძემ პატრიარქის გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
მანანა კობახიძის თქმით, პატრიარქმა დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდიდესი რწმენა, ნუგეში.
„ძალიან მძიმეა, ძალიან დიდი ტკივილია სრულიად საქართველოსთვის. დღეს, ყველა ჩვენ ვართ ჭირისუფალი. პატივი მივაგეთ უწმინდესს. მან დაგვიტოვა უდიდესი სიყვარული, უდიდესი რწმენა, ნუგეში და ასე სიყვარულით ვაცილებთ ჩვენ, მადლიერი ქართველი ხალხი“, - აღნიშნა მან.
ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge