დავით ქართველიშვილი: მივესალმები აზერბაიჯანელებს, იეზიდებს, რომლებმაც საკუთარი ბაირამები დათმეს იმის გამო, რომ დღეს სრულიად საქართველო პატრიარქის გარდაცვალებაზე წუხს

დავით ქართველიშვილი: მივესალმები აზერბაიჯანელებს, იეზიდებს, რომლებმაც საკუთარი ბაირამები დათმეს იმის გამო, რომ დღეს სრულიად საქართველო პატრიარქის გარდაცვალებაზე წუხს

იმედი|imedinews.ge

ამ დღეებში ორმაგი გრძნობა გვეუფლება: წუხილის, სევდისა და ამავდროულად დიდი სიხარულისა და სიამაყის, რომ ამ წუთისოფელში ერთხელ დაიბადე და მისი უწმინდესობის ეპოქაში მოგავლინა უფალმა, - განაცხადა სამრევლო საძმოს, „ევაგრიონის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა „დღის ქრონიკაში“.

„პატრიარქმა ლოცვა ასწავლა ქართველ ხალხს, მან შექმნა უპრეცედენტო პრაქტიკა, როდესაც შვიდგზის ლოცვის წესი შემოიღო. პატრიარქი ზრუნავდა იმაზე, რასაც ჰქვია მატერიის გასულიერება, განსხვავებით იმ დასავლური ქრისტიანული კონფესიებისაგან, რომლებიც სამწუხაროდ ზრუნავენ გასულიერების მატერიალიზაციაზე“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა, თუ როგორ დიდ პატივს სცემდნენ პატრიარქს სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები.

„უწმინდესის გარდაცვალებას მსოფლიო ტრაგედია შეიძლება ვუწოდოთ ძალიან ბევრისთვის, იმავე დასავლური ​ქრისტიანული კონფესიის მამამთავრებისთვის, რომლებიც უდიდეს პატივისცემას გამოხატავდნენ ჩვენი პატრიარქის მიმართ. ჩვენ გვახსოვს არაერთი რომის პაპის სურვილით ნაკარნახევი ჩამოსვლა, მხოლოდ იმისთვის, რომ შეხებოდნენ პატრიარქს და მისგან ერთი-ორი სიბრძნე მაინც წამოეღოთ.

ჩვენთვის ასევე ცნობილია უდიდესი სიყვარული ჩრდილოელ კავკასიელებისა, განსაკუთრებით ინგუშების, რომლებიც საკუთარ მამად მიიჩნევენ პატრიარქს. მივესალმები არა მხოლოდ აზერბაიჯანელებს, იეზიდებს, რომლებმაც საკუთარი ბაირამები დათმეს იმის გამო, რომ დღეს სრულიად საქართველო პატრიარქის გარდაცვალებაზე წუხს“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია