მამა გიორგი (ვაშალომიძე): ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია

მამა გიორგი (ვაშალომიძე): ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია

იმედი|imedinews.ge

ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის სასულიერო სემინარიის დეკანმა მამა გიორგიმ (ვაშალომიძე).

მისი თქმით, ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია.

„კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს ეს მძიმე დღე. არაერთხელ ითქვა და განვმეორდები, რომ დღეს, ფაქტობრივად მთელი საქართველო ჭირისუფალია განურჩევლად შეხედულებებისა, განურჩევლად ძალიან ბევრი ღირებულებითი სხვაობისა და ა.შ. ერი და ბერი დღეს ჭირისუფალია. ხალხის ნაკადი, რომელიც უწყვეტად მოედინება, გახლავთ სიყვარულის დაბრუნება უწმინდესისადმი. უფრო სწორი ვიქნებით ალბათ რომ ვთქვათ, პატრიარქმა რაც დათესა, დღეს ყველაზე კარგად ჩანს ამის მომკის სურათი. დღეს პატრიარქი იღებს იმ სიყვარულს, რომელიც მან გულებში დათესა“, - აღნიშნა მამა გიორგიმ (ვაშალომიძე).

ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, მოქალაქეების ნაკადი არ წყდება.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია