მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს
ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს

ლაშა ტალახაძე: მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს

იმედი|imedinews.ge

მივცემ თავს უფლებას ვთქვა, რომ ჩვენ გვყავდა ცოცხალი წმინდანი, რომელიც ზეციურ საქართველოშია და მისი ლოცვა-კურთხევა აუცილებლად შეეწევა ჩვენს ქვეყანას და ერს. მინდა მადლობა ვუთხრა იმ სიყვარულისთვის, რაც გვაჩუქა, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა ლაშა ტალახაძემ.

ლაშა ტალახაძე დიდი ადამიანის გარდაცვალების გამო უსამძიმრებს სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს.

“ხშირად ვუსმენდი ხოლმე მის ქადაგებას, მოგვიწოდებდა სიყვარულისკენ, ეს ადამიანი თავად იყო სიყვარულის განსახიერება. მე მისგან ვისწავლე, რომ ღმერთი არის სიყვარული და უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. ის ყოველთვის იქნება ჩვენს გულებში”, - აღნიშნა დეპუტატმა.

ლაშა ტალახაძემ გაიხსენა უწმინდესისა და სპორტსმენების შეხვედრის ისტორიებიც.

“ჩვენი უწმინდესი სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო, ბევრჯერ მქონდა შესაძლებლობა, რომ შეჯიბრებაზე გამგზავრების წინ შევხვედროდით ჩვენს უწმინდესს, ჩვენი უწმინდესის დალოცვა იყო იმედი, რომ გამარჯვებული დავბრუნდებოდით. შენში უფალს ვხედავო, ჩემთვის აქვს ნათქვამი, ვერ ვაცნობიერებდი რა მითხრა, დავფიქრდი და ჩემს სპორტულ კარიერაში ამ შედეგებს უფლის გარეშე ვერ მივაღწევდი. უწმინდესი ჩემი პირველი შვილის ნათლიაა, იმ პირობით, რომ კიდევ გვეყოლებოდა შვილები, ძალიან ბედნიერი ვიყავი ამით”, - აღნიშნა ტალახაძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქისთვის პატივის მისაგებად კიდევ ერთხელ მივიდა

იმედი

გიორგი დონაძე პატრიარქზე: დღეს ჩვენ თუ საგალობელი გვესმის საქართველოში, არის მისი კურთხევით. დღეს, 2 ათასი ბავშვი საქართველოს სალოტბარო სკოლებში თუ მღერის, გალობს, არის მისი კურთხევით შექმნილი

გიორგი დონაძე პატრიარქზე: დღეს ჩვენ თუ საგალობელი გვესმის საქართველოში, არის მისი კურთხევით. დღეს, 2 ათასი ბავშვი საქართველოს სალოტბარო სკოლებში თუ მღერის, გალობს, არის მისი კურთხევით შექმნილი

იმედი

ილია ინჯია: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის - ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია

ილია ინჯია: მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს ამ სიყვარულის გამოხატვისთვის - ამ წლების განმავლობაში პატრიარქის დარიგებებს ტყუილად არ ჩაუვლია

იმედი

ირაკლი ბათიაშვილი: ეკლესია სწორედ ჩვენი პატრიარქის თაოსნობით, მისი წინამძღოლობით, უზარმაზარ ძალას აძლევდა ეროვნულ მოძრაობას და ეროვნულ მოძრაობას თავის მხრივ, წვლილი შეჰქონდა, რომ ეკლესიის მრევლი იზრდებოდა