
დავით მათიკაშვილი: განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე. განუზომელია ის მწუხარება და გლოვა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა მისი უწმინდესობის მიმართ
იმედი|imedinews.ge
განუზომელია უწმინდესის ღვაწლი, დამსახურება საქართველოსა და ქართველი ხალხის წინაშე, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
მათიკაშვილის თქმით, განუზომელია ის მწუხარება და გლოვა, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოხატა მისი უწმინდესობის გარდაცვალების გამო.
„ის გზა, რომელიც უწმინდესმა გაიარა, არის გზა სავსე სიკეთის და უდიდესი სიყვარულის. ბოლოს თბილისმა ალბათ ასეთი გლოვა და დატირება იხილა, როდესაც ილია ჭავჭავაძე დაკრძალეს. ალბათ სიმბოლურიც არის და შემთხვევითი არ არის, რომ უწმინდესმა სწორედ ილია მეორე აირჩია საეკლესიო სახელად“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
გაზიარება:
IM
იმედი
წყარო: imedinews.ge