მარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ - 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა

მარიკა კვალიაშვილი: როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, წლების შემდეგ - 29 წლის შვილიშვილი, რომ არა პატრიარქი, გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა

იმედი|imedinews.ge

როდესაც 21 წლის ვაჟი გარდამეცვალა, შემდეგ 29 წლის შვილიშვილი და რომ არა პატრიარქი, ამ შემთხვევაში გამოსავლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა, - განაცხადა კომპოზიტორმა, მარიკა კვალიაშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.

„მაქვს ბედნიერება, გავიხსენო ყოველი წუთი, დამოკიდებულება პატრიარქისადმი და მისი მხრიდან ჩვენდამი. როდესაც გვიჭირდა, ჩვენს გვერდზე იდგა. ჩემთვის პატრიარქი იყო მიუწვდომელი, მაგრამ თვითონ ისე გაგიადვილებდა ყველაფერს, ისე მოგეფერებოდა. გიჭირდა - შენს ჭირს იზიარებდა, გილხინდა - შენს სიხარულს იზიარებდა, გეტყოდა ერთ სიტყვას, რომელიც გულზე დაგეწერებოდა და არ დაგავიწყდებოდა.

მქონდა ბედნიერება, რომ წლების განმავლობაში ჩემი სიხარული თუ ტკივილი მისთვის გამეზიარებინა, თითქოს ჩემი ჭირისუფალიც ხდებოდა. თუ შენ ვერ მიხვიდოდი, თვითონ მოდიოდა შენამდე, იცოდა, რომ გიჭირდა და იცოდა, რომ მისი სიტყვა შენთვის ბევრს ნიშნავდა“, - აღნიშნა მარიკა კვალიაშვილმა.

ილია მეორეს სიონის ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია