
რიმა ბერაძე: მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ
მისი ყველა ეპისტოლე, მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ, - განაცხადა გადაცემაში “ღია ეთერი” პარლამენტის წევრმა რიმა ბერაძემ.
“ჩვენი პატრიარქი იყო ეპოქალური ადამიანი. ვხედავთ, რა ხდება სრულიად საქართველოში და სამების ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე. მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს პატრიარქის გარდაცვალებას. ჩვენი პატრიარქი იყო თითოეული ჩვენგანის, ჩვენი ოჯახების იმედი, სრულიად საქართველოს იმედი. ის გვასწავლიდა დიდ სიყვარულს და ერთგულებას, მისი ყველა ეპისტოლე, მისი ყველა ქადაგება უნდა გავიხადოთ ჩვენი ცხოვრების ხვალინდელ დღედ. მისი სიტყვები „მიყვარხარ, საქართველო“ ეს არის ანდერძი, ეს არის ანდერძი თოთოეული ქართველისთვის. ხვალ სხვანაირი დღე გათენდება, სხვანაირად გაგვათბობს მზე, ზეციური საქართველოდან დაგვლოცავს ილია მეორე“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge