
დედა თინათინი: აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ, მისამძიმრებენ. ამბობენ, რომ მთელი გულით ლოცულობდნენ, თვალყურს ადევნებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენი პატრიარქი კარგად იქნებოდა
აფხაზეთიდან ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ, მისამძიმრებენ, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ბერი ანდრიას ფონდის ხელმძღვანელმა, დედა თინათინმა.
მისი თქმით, პატრიარქი ბერი ანდრიას ფონდის განსაკუთრებული მფარველი, გულშემატკივარი, ნუგეში იყო.
„მამა ანდრიას გამორჩეულად უყვარდა. უფლის შემდეგ პირველი, ვინც მისთვის იყო მნიშვნელოვანი, იყო პატრიარქი. ბავშვებთან ერთად ყოველ წელს ორჯერ გვმასპინძლობდა. ეს იმხელა ნუგეში იყო ჩემი ბავშვებისთვის, ჩემი მშობლებისთვის, თქვენ ვერ წარმოიდგენთ. როდესაც მშობლები მატანდნენ თავიანთ შვილებს, არამართლმადიდებელი მშობლები და ზუსტად ამ სიტყვებით მატანდნენ, პატრიარქთან, რომ მისი ლოცვა და მადლი შეეწეოდათ მათ შვილებს. შემიძლია მეტიც გითხრათ, რომ აფხაზეთიდან, ეთნიკურად აფხაზი და სხვა ეროვნების ბავშვები, მშობლები მირეკავენ და მისამძიმრებენ. ამბობენ, რომ მთელი გულით ლოცულობდნენ, თვალყურს ადევნებდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ჩვენი პატრიარქი კარგად იქნებოდა“, - აღნიშნა მან.
იმედი
წყარო: imedinews.ge