მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ლაშა ჟვანია პატრიარქზე: მთელი ცხოვრება ის მიუძღოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით
ლაშა ჟვანია პატრიარქზე: მთელი ცხოვრება ის მიუძღოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით

ლაშა ჟვანია პატრიარქზე: მთელი ცხოვრება ის მიუძღოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით

იმედი|imedinews.ge

მთელი ცხოვრება ის მიუძღოდა ერს უკვდავებისკენ, ოღონდ რწმენით, შრომით და სიკეთით, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა, დიპლომატმა ლაშა ჟვანიამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქზე საუბრისას.

„დღეს წავიკითხე მისი პატრიარქობიდან რამდენიმე თვეში გამოცემული კალენდარი და მისი პირველი ეპისტოლე, რომელსაც ასე ასრულებს: ღვთივკურთხეულო ქართველო ერო, სარწმუნოებით, შრომით, სიყვარულით და სიკეთით წინ, უკვდავებისკენ”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

მისივე თქმით, თუკი რამ მუდმივად აწუხებდა პატრიარქს, ეს იყო ის, რომ ადამიანები ერთმანეთს არ უსმენენ.

“თუკი რამე აწუხებდა მის უწმინდესობას მუდმივად, ეს არის ის, რომ ჩვენ არ ვიცოდით ერთმანეთის მოსმენა, ის საოცარი მსმენელი იყო. ის აუცილებლად ბოლომდე უსმენდა ადამიანებს, ეს ნიჭია სიყვარულისაც, დიდი პატივისცემისაც ადამიანების მიმართ”, - აღნიშნა ჟვანიამ.

ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა უწმინდესთან გამოსამშვიდობებლად ისრაელიდან საქართველოში ჩამოსულ დელეგაციაზეც ისაუბრა.

“საათ-ნახევრის წინ ისრაელიდან გამონაკლისის სახით დაჯდა თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აქედან წაყვანის მიზნით ისრაელის მოქალაქეების. ისრაელიდან გამოსვლა არ არის, მაგრამ ნებართვა მიიღო რამდენიმე ადამიანმა, რომ ჩამოსულიყო სპეციალურად დაკრძალვაზე. მათ შორის არის ერთი მართლმადიდებელი არქიმანდრიტი, რომელიც უწმინდესის ახლობელია ათწლეულების მანძილზე. მასთან ერთად გამოფრინდა ერთი მუსლიმი ადვოკატი, რომელიც უშუალოდ იცნობდა პატრიარქს, ორი კათოლიკე და ბეთლემიდან პალესტინელი, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში შვილთან ერთად, რომელიც უწმინდესის ნათლულია და რომელსაც მის პატივსაცემად ილია ჰქვია. 2012 წელს ბეთლემში მონათლა უწმინდესმა. ეს მიუთითებს მის მასშტაბურობაზე, პიროვნების, რომელიც გასული იყო თავისი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ის ყოველგვარი დოგმატის დარღვევის გარეშე, გასული იყო იმ ჩარჩოების გარეთაც, რომელიც დამკვიდრებული იყო რაღაც სტიგმატური, მართლმადიდებლურ ეკლესიაში”, - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა

4-წლიანი პაუზის შემდეგ, BTS-მა სეულში პირველი კონცერტი გამართა

იმედი

ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

ალბანეთში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

იმედი

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე  „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“ რეგისტრაციას აცხადებს

იმედი

გურამ კაშია: დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ

გურამ კაშია: დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ

იმედი